Belive

ატალანტამ რეტეგი 53 მილიონ ევროდ არ გაყიდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ატალანტამ ალ-ქადისიას გაუმჯობესებულ, 53-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან ბერგამოელების მიზანია, რომ მატეო რეტეგი მინიმუმ 60 მილიონ ევროდ გაყიდონ.

იტალიის ნაკრების თავდამსხმელს არაბულ კლუბში გადასვლა სურს და უკვე 20-მილიონიან კონტრაქტზეც შეთანხმდა. როგორც Football Italia წერს, ატალანტასა და ალ-ქადისიას შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება.

რეტეგიმ გასულ სეზონში ატალანტას მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. 26 წლის ფორვარდი 25 გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები