ატალანტა გახდა მე-3 გუნდი, რომელმაც ევროტურნირებზე ლივერპულს სტუმრად 2-ჯერ მოუგო
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ატალანტამ'' ,,ლივერპულს'' ,,ენფილდზე'' 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
შედეგად, ბერგამოელებმა მადრიდის ,,რეალისა'' (2014 და 2023 წლებში) და კატალონიის ,,ბარსელონას'' (2001 და 2007 წლებში) შედეგი გაიმეორეს - ,,ატალანტა'' გახდა მე-3 გუნდი ისტორიაში, რომელმაც ევროტურნირებზე ,,მერსისაიდელებს'' სტუმრად ორჯერ მოუგო.
იტალიურმა კლუბმა ,,ლივერპულის'' დამარცხება ,,ენფილდზე'' 2020 წლის ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩშიც შეძლო.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, ბერგამოში გაიმართება.