Belive

ასტანას მწვრთნელი: "დინამოს მასპინძლის უპირატესობა ექნება და ამის გამო 200%-ით უნდა დავიხარჯოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "დინამო თბილისთან" დაპირისპირების წინ, "ასტანას" მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა მოახლოებული დაპირისპირება შეაფასა.

"პირველი მატჩის შემდეგ ანალიზი გააკეთეთ და ჩვენი მეტოქის ძალა რეალურად ვიცით. ამ შეხვედრაში, არ გვექნება ის უპირატესობა, რომელიც საშინაო კედლებში გვქონდა - ზურგს ყაზახი გულშემატკივარი არ გაგვიმაგრებს, მაგრამ ვიცით, მოწინააღმდეგის ძალები და ვეცდებით ეს მოედანზეც ვაჩვენოთ.

რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრის შემდეგ ცვლილებები იქნება. რამდენიმე დღეა, რაც ამ მატჩისთვის ვემზადებით. ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, მატჩამდე კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს დარჩენილი და საბოლოო ანალიზს ამის შემდეგ გავაკეთებთ და შემადგენლობაზეც შემდეგ ჩამოვყალიბდებით.

პირველი მატჩის საწყის ნახევარში სახიფათო ეპიზოდები გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში უპირატესობა მეტოქემ მოიპოვა. ზონებს შორის დაბალანსებული თამაში მნიშვნელოვანია.

"დინამო თბილისს" ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. იმისთვის, რომ ხვალ ჩვენთვის სასარგებლო შედეგი დავაფიქსიროთ, მოედანზე 200%-ით უნდა დავიხარჯოთ.

მთავარია, რომ ფეხბურთელებმა იცოდნენ, თუ ვის ეთამაშებიან და ბოლომდე დაიხარჯონ, იყვნენ მობილიზებულები და დანარჩენი უკვე მოედანზე გამოჩნდება. ყველა ფეხბურთელს მაქსიმალური კონცენტრაცია მართებს, როგორც სასტარტო, ისე სათადარიგოთა შემადგენლობაში მყოფებს.

საპასუხო მატჩის წინაც არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, რომ შანსები 50/50-ზეა, თუმცა იმის გამო, რომ მატჩს მეტოქის სტადიონზე ვატარებთ, მცირე უპირატესობა მათ მხარეს იქნება.

ფეხბურთელს ბოლომდე დახარჯვა უნდა შეეძლოს და არც ისე კარგ თამაშშიც უნდა შეეძლოს თამაშის მოგება და გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, კლუბში ყველას არ ესმის, რომ ეს ყველაფერი გამოცდილების თანმდევი პროცესია. თავის მხრივ, გამოცდილმა ფეხბურთელებმა უნდა შეძლონ და ახალგაზრდებს დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა გადასცენ", - თქვა გრიგორი ბაბაიანმა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და “ასტანას” მატჩი 19 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება (გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა).

სხვა სტატიები