Belive

ასლანი: ,,საქართველომ იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ტირანაში''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალბანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ასლანიმ, საქართველოსთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,რთული შეხვედრა გამოვიდა, ბოლომდე დავიხარჯეთ და მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ! მეტოქემ დღეს იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ტირანაში.

აქ 3 ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით. ეს ფეხბურთია და კარგია, რომ განიავებული შანსების გამო არ დავისაჯეთ, რადგან საქართველო ძლიერი ნაკრებია, განსაკუთრებით შეტევაში. წაგების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი ძალიან რთული იქნებოდა. გავიმარჯვეთ, 3 ქულა მოვიპოვეთ და ბედნიერები ვართ.

მომავალში შემტევ ფაზაში უფრო აქტიური უნდა ვიყო, რათა თანაგუნდელებს პასებითა და გოლებით დავეხმარო. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, ისე ვითამაშოთ, როგორც დღეს. საქართველოში გულშემატკივრები ჩამოგვყვნენ და მათ მადლობას ვუხდით!'' - კრისტიან ასლანი

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთთან შინ 0:1 დამარცხდა.

4 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები