Belive

ასეთი რამ 46 წელია არ მომხდარა - ბარსელონას უცნაური ფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა პორტალმა Footy Headlines-მა მომავალი სეზონისთვის ბარსელონას შესაძლო გასვლითი ფორმა გამოაქვეყნა.

Nike-ის ახალი მაისური თეთრ ფერში იქნება დამზადებული. სპონსორების ლოგოები - ლურჯ, სახელოები კი ლურჯ და წითელ ფერში გაფორმდება.

რაც შეეხება შორტებსა და წინდებს, მათი შეფერილობა შესაბამისად ლურჯ და ლურჯ -წითელ ფერებში იქნება გადაწყვეტილი.

ამავე დროს, "ბლაუგრანას" ხელძღვანელობა აპირებს, რომ აღნიშნულ ფორმაში კლუბის ისტორიული ლოგო ჩასვან, რომლითაც კატალონიური კლუბი 1975-2002 წლებში გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონა ბოლოს თეთრ ფერში 46 წლის წინ, 1977/78 წლების სეზონში თამაშობდა.

33 ტურის შემდეგ ბარსელონას 82 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, უახლოეს მდევარ მადრიდის "ატლეტიკოს" კი 13 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები