Belive

,,ასეთ დროს ქულა ვერცერთმა გუნდმა ვერ უნდა მოიპოვოს'' - პიკეს ახალი იდეა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილმა მცველმა, ჟერარ პიკემ, იკერ კასილასთან პოდკასტში საინტერესო იდეა გააჟღერა:

,,არ შეიძლება, ბილეთში 100, 200, 300 ევრო გადაიხადო და მატჩი 0:0 დამთავრდეს...

რაღაც უნდა შეიცვალოს. არსებობს ერთი წინადადება, რისი განხილვაც შესაძლებელია - თუ შეხვედრა უგოლოდ დასრულდება, გუნდებმა ქულა ვერ უნდა მოიპოვონ. ასეთ შემთხვევაში, 70-ე წუთიდან თამაში უფრო გაიხსნება.'' - ჟერარ პიკე

პიკემ კარიერის უდიდესი ნაწილი ,,ბარსელონაში'' გაატარა. ესპანელმა მცველმა კატალონიურ გუნდთან ერთად 30 ტიტული მოიგო, ეროვნულ ნაკრებში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები