Belive

"ასე ხდება, როცა გუნდში ამპარტავანი მწვრთნელი მოგყავს" - პირს მორგანი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ პრემიერ ლიგაში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. მიკელ არტეტას გუნდმა "წითელი ეშმაკები" 3:2 დაამარცხა. "მეთოფეებმა" შეხვედრა ნკეტიას 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. აღნიშნული გამარჯვებით ლონდონელებმა "მანჩესტერ სიტისთან" ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

აღნიშნულ შეხვედრას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და გამონაკლისი არც პირს მორგანი ყოფილა, რომელმაც "იუნაიტედის" მიმართ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა.

"ვულოცავ "მანჩესტერ იუნაიტედს". ასე ხდება, როცა გუნდში ამპარტავანი მწვრთნელი მოგყავს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს (კრიშტიანუ რონალდუს) უპატივცემულოდ ეპყრობა და მას ანაცვლებ ვიღაცით, რომლის სახელი არასდროს მსმენია. მისი გვარი ავსტრიული ძეხვის სახელს ჰგავს."

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა ჟურნალისტმა საქებარი სიტყვები "არსენალის" მიმართ არ დაიშურა.

"გუშინ "ემირეითსზე" არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. თუ გინდათ გაიგოთ რატომ სჯერათ "არსენალის" ფანებს, რომ ლიგას მოიგებენ, შეხედეთ ამ ორ ბიჭს - ასეთი ნიჭი, უნარი, ვნება, მონდომება და პრემიერ ლიგის მოგების სურვილი."

"არსენალს" შემდეგი შეხვედრა FA თასზე ელის, სადაც "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. აღნიშნული შევხედრა 27 იანვარს, 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები