Belive

,,ასე იტალიური ფეხბურთი მოკვდება’’ - დე ლაურენტისი DAZN-თან და Sky-სთან გარიგებაზე

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-მ  2024-დან 2029 წლამდე სატელივიზიო უფლებები DAZN-სა და Sky-ს მიჰყიდა. გადაწყვეტილებას მხარი 17-მა გუნდმა დაუჭირა, 2 კლუბი წინააღმდეგი იყო (სალერნიტანა, კალიარი), ,,ნაპოლიმ’’ კი თავი შეიკავა.

ტელეარხებთან გარიგება, რომლებიც ჩემპიონატს უკვე აშუქებენ, ლიგას 4,5 მილიარდ ევროს მოუტანს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ,,ნაპოლის’’ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც განაცხადა, რომ ასე იტალიური ფეხბურთი დაიღუპება:

,,ეს იტალიური ფეხბურთის მარცხია! ასე ფეხბურთი მოკვდება. Sky და DAZN-ი არაკომპეტენტური კომპანიებია და მათთან მუშაობა იტალიური ფეხბურთისთვის კარგი არ არის.

სერია A-ში ყოველთვის სჯერათ, რომ მხარი გარედან უნდა დაგვიჭირონ, მაგრამ საფეხბურთო გუნდებისთვის მთავარი ღირებულება გულშემატკივრებია. ჩემი ურთიერთობა ქომაგებთან პირდაპირი უნდა იყოს და არა Sky-ს ან DAZN-ის მეშვეობით.

გარდა ამისა, მაშინ, როცა DAZN-მა კონტრაქტი საუდის არაბეთთან გააფორმა და რეგიონში ომია, 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სულელური გადაწყვეტილება იყო, მეწარმემ რისკები უნდა გათვალოს.’’ - დე ლაურენტისი

DAZN-ი 2029 წლამდე, ტურის ათივე მატჩის გაშუქებაში სეზონში 700 მილიონ ევროს გადაიხდის, Sky კი, სეზონში 200-მილიონიანი კონტრაქტით, კვირაში 3 მატჩს აჩვენებს.

დე ლაურენტისს მიაჩნია, რომ სერია A-მ ჩემპიონატის გასაშუქებლად საკუთარი არხი უნდა შექმნას.

სხვა სტატიები