"ასე გაგრძელება შეუძლებელია" - ორელიან ჩუამენი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ვარსკვლავი - ორელიან ჩუამენი, გადატვირთული სათამაშო გრაფიკის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასე გაგარძელება შეუძლებელია.
ჩუამენიმ იმ სირთულეების შესახებ ისაუბრა, რომელიც სეზონის განმავლობაში 70-80 მატჩის ჩატარებას უკავშირდება და იმედი გამოთქვა, რომ აღმასრულებელი პირები ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.
აუცილებელია, რომ რაღაც ვიღონოთ და გადატვირთული კალენდარი შევამსუბუქოდ. სეზონის განმავლობაში 70-80 მატჩს ვთამაშობთ. გვინდა, რომ ფეხბურთი 38-39 წლის ასაკამდე ვითამაშოთ, მაგრამ ეს ჩვენი სხეულისთვის ზედმეტად რთული მისია იქნება. უამრავ განსხვავებულ ტურნირზე ვასპარეზობთ, ზოგიერთი მათგანი არც ისე მნიშვნელოვანია. - ორელიან ჩუამენი.