,,ასე გააგრძელე და არაფერი შეცვალო!'' - ნეიმარმა ანტონი გაამხნევა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევმა, ნეიმარმა, ანტონის ,,შერიფთან'' მატჩში გაკეთებული ცრუ მოძრაობის შემდეგ მიღებული კრიტიკის გამო, მხარი დაუჭირა:
,,ასე გააგრძელე და არაფერი შეცვალო! წინ, მეგობარო! იყავი გაბედული და მხიარული,'' - დაწერა ბრაზილიელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.
,,იუნაიტედის'' გარემარბმა ,,შერიფთან'' შეხვედრაში ბურთი გააჩერა და ორჯერ დატრიალდა, რის გამოც არაერთი ყოფილი ფეხბურთელისგან კრიტიკა დაიმსახურა. პოლ სქოულზის თქმით, ანტონის მოძრაობა სასაცილო იყო და მსგავს ქმედებებს უნდა შეეშვას. ,,წითელი ეშმაკების'' მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა კი განაცხადა, რომ ,,ფინტზე'' პრობლემა არ აქვს, თუმცა ის სარგებლის მომტანი უნდა იყოს.
მიმდინარე სეზონში ანტონის ანგარიშზე ,,მანჩსტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ARTE 🤝 FUTEBOL BRASILEIRO! Paul Scholes, ídolo do Manchester United e comentarista do canal BT Sport, classificou como "ridículo e apenas exibicionismo" o famoso giro que Antony faz com a bola dominada. Neymar não deixou barato... 💪 pic.twitter.com/81vZyRbqQV
— TNT Sports BR (@TNTSportsBR) October 28, 2022