AS-მა ბარსელონას კაპიტნობის კანდიდატები დაასახელა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გუნდიდან სერხი რობერტოს წასვლის შემდეგ, ,,ბარსელონაში'' ახალი კაპიტნის დანიშვნაზე ფიქრობენ.
AS-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დიდი შანსია, რომ ,,ბლაუგრანას'' კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახდეს, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო.
როგორც ესპანური გამოცემა წერს, ტერ შტეგენი მთავარი კანდიდატია, რადგან მისი სტატუსის გარდა, ის გერმანელია და ახალი მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის იდეების გადმოცემა ყველაზე კარგად სწორედ მას შეუძლია.
32 წლის მეკარის გარდა, ფრენკი დე იონგისა და რონალდ არაუხოს ვარიანტებიც განიხილება.
,,ბარსელონა'' 31 ივლისს ამერიკულ ტურნეს დაიწყებს და აშშ-ში ,,მანჩესტერ სიტის'', მადრიდის ,,რეალისა'' და ,,მილანის'' წინააღმდეგ 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.