Belive

არველაძის მეორე გამარჯვება - კარაგუმრუქი თასის 1/8-ფინალში გავიდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

შოთა არველაძის მეორე თურქული გამარჯვება და მისი გაწვრთნილი "კარაგუმრუქი" თურქეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა.

"კარაგუმრუქი" თურქეთის თასის 1/16-ფინალში "კირკლარელისპორს" დაუპირისპირდა და საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა (2:0). პირველ ტაიმში დიდი უპირატესობის მიუხედავად, მატჩი ნულოვანი ანგარიშით დასრულდა, მეორე ტაიმში კი ქართველი მწვრთნელის გუნდმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და 2:0 გაიმარჯვა, რითაც 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ,,ფატიჰ კარაგუმრუქმა'' შოთა არველაძის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი მოიგო. 50 წლის ქართველმა მწვრთნელმა პირველი გამარჯვება თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში, "კაისერისპორთან" მოიპოვა.


სხვა სტატიები