Belive

არტურო ვიდალმა ბარსელონასგან კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა 6.5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც მან კლუბის ინიციატივით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის უნდა მიიღოს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მთავარი მიზანია, რომ მილანის "ინტერში" რაც შეიძლება მალე გადავიდეს, მას პროცესის გაჭიანურება არ სურს და კოპმენსაციაზეც სწორედ ამიტომ ამბობს უარს. ყველაფრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩილელი "ნერაძურის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდალი "ინტერს" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. მისი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება. ხელშეკრულება ძალაში 2022 წლამდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით შევა. არტურო ვიდალი გახდა იმ მოთამაშეთაგანი, რომლებსაც ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თავის გუნდში ვერ მოიაზრებს, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით კი ის იძულებულია გუნდი დატოვოს. იტალიაში მას მისი ყველაზე ცნობილი თანამემამულე, ალექსის სანჩესი ელოდება, რაც 33 წლის ფეხბურთელისთვის დამატებითი კომფორტი იქნება.

სხვა სტატიები