რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, სადაც ელ კლასიკო შედგა. ელ კლასიკო "ბარსელონას" გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
მატჩი 70-ე წუთზე მოედანზე არტურის ნაცვლად არტურო ვიდალი შემოვიდა, რომელმაც საოცარი სტატისტიკის დაფიქსირება შეძლო. ჩილელმა ფეხბურთელმა 20 წუთში მეტოქეს 5-ჯერ აართვა ბურთი, რაც მთელი თამაშის განმავლობაში ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.