Belive

არც მესი, არც რონალდუ - პეპე რეინამ ურთულესი მეტოქე დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლაციოს" მეკარემ, პეპე რეინამ შეადარა ლიგები, რომელშიც მას უთამაშია და ასევე დაასახელა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლის წინააღმდეგაც თამაში განსაკუთრებულად უჭირდა.
"ინგლისის პრემიერ ლიგაში დაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა და სერია A-ში მატჩის ტემპი დაბალია და მეტი პაუზაა. ინგლისსა და გერმანიაში საკმაოდ განსხვავებულად თამაშობენ, ვიდრე იტალიაში - იქ თამაში გაცილებით სწრაფად მიდის. ჩემთვის ყველაზე საშიში მეტოქე დიდიე დროგბა იყო. "ლივერპულისა" და "ჩელსის" შორის მატჩები ყოველთვის რთული იყო და მან მე  უამრავი პრობლემა შემიქმნა", - ციტირებს 38 წლის ესპანელის სიტყვებს Calciomercato.
პეპე რეინა "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში, ისეთი კლუბების მაისურით უთამაშია, როგორებიც "ბლაუგრანა", "ვილიარეალი", "ლივერპული", მიუნხენის "ბაიერნი", "ნაპოლი", "მილანი", "ასტონ ვილა" და "ლაციოა" ამ უკანასკნელს გამოცდილი გოლკიპერი 2020 წლის სექტემბერში "როსონერიდან", უფასოდ შუერთდა და 31 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონ მეკარეს კარიერის საუკეთესო პერიოდი "ლივერპულში" ჰქონდა, სადაც 8 წელიწადში 394 მატჩი ჩაატარა და 177-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები