Belive

არც ბარსელონა, არც სიტი - დავიდ ალაბას ახალი ვარიანტი 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა დავიდ ალაბამ კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. ავსტრიელი ფეხბურთელის დამატება "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელის ტომას ტუხელის პირადი ინტერესის საგანია. "რეკორდმაისტერს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთან გამომშვიდობება არ სურს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ წელს, 28 წლის მარცხენა ფლანგელი თავისუფალი აგენტი ხდება, გერმანიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონი გუნდი იძულებულია, ფეხბურთელი ამავე ზაფხულს დათმოს, რადგან მისგან ფინანსური სარგებელი ნახოს. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალაბას დამატება "ბარსელონას" და "მანჩესტერ სიტის" მთავარი საზაფხულო მიზანი იყო. “ალაბა” 2009 წლიდან “ბაიერნის” შემადგენლობაში ირიცხება და გერმანიის მოქმედ ჩემპიონთან ერთად 9-ჯერ ბუნდესლიგა, 6-ჯერ გერმანიის თასი, 4-ჯერ სუპერთასი და თითო-თითო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები