არტეტა: ,,უკიდურესად იმედგაცრუებული და გაღიზიანებული ვარ, რადგან წესები დაირღვა''
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ატლეტიკოს საკუთარ მოედანზე წარმოუდგენელი შედეგები აქვს. ასე რომ, ვიცოდით, ამ ყველაფრისთვის თავი უნდა გაგვერთმია. აქ ბევრმა გუნდმა იწვალა, მათ შორის მსოფლიოს საუკეთესოებმაც. მატჩის განმავლობაში გვქონდა კარგი ეპიზოდებიც და ისეთი მომენტებიც, სადაც მოთმენა და ბრძოლა დაგვჭირდა.
არ მომეწონა თუ როგორ დავიწყეთ მე-2 ტაიმი - თამაშს სათანადოდ ვერ ვაკონტროლებდით. ბოლო 15 წუთი გაცილებით უკეთესი იყო.
არის გადაწყვეტილებები, რომელიც დაპირისპირების ბედს ცვლის, მაგალითად, ეზეს პენალტი. ვერ ვხვდები, როგორ გააუქმეს ის... უკიდურესად იმედგაცრუებული და გაღიზიანებული ვარ, რადგან ეს წესების დარღვევაა, რაც ამ დონეზე სრულიად მიუღებელია. უეფა დანერგილი წესების მიმართ თანმიმდევრული უნდა იყოს.
ახლა წარმოუდგენელ პოზიციაში ვართ - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში! ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი ჩვენს ხელთაა.'' - მიკელ არტეტა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ატლეტიკოსა და არსენალს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 5 მაისს, ლონდონში გაიმართება.
🚨 Mikel Arteta on the penalty getting overturned: “I’m extremely disappointed & annoyed”
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 29, 2026
“It was AGAINST THE RULES and I don’t understand it”. pic.twitter.com/J8fUV8EfOd