რასისტული ხუმრობის გამო ბენტანკური 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი როდრიგო ბენტანკური 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ურუგვაულ ტელევიზიასთან ინტერვიუში როდრიგომ აზიელების მიმართ იხუმრა და თქვა, რომ ყველანი ერთმანეთს გვანან. გარდა დისკვალიფიკაციისა "ტოტენჰემის" ნახევარმცველი 100,000 ფუნტითაც დაჯარიმდა. ვინაიდან ეს სასჯელი FA-მ დაამტკიცა, ბენტანკური ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
🚨⛔️ Rodrigo Bentancur has been given a 7 game ban for using a racial slur about Son!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 18, 2024
Plus a £100,000 fine for a breach of FA Rule E3 in relation to a media interview.
He can still play in the Europa League for Tottenham — NO domestic games allowed. pic.twitter.com/yWV65x8goS
აღსანიშნავია, რომ როდრიგომ აღნიშნული განცხადებისთვის სონის ბოდიში მოუხადა და კორეელმა ეს ბოდიშიც მიიღო.
ჩვენ ძმები ვართ და არაფერი შეცვლილა. ეს უკვე გავლილი ამბავია, ერთნი ვართ და საკუთარი კლუბისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. - განაცხადა სონმა