Belive

არტეტა: ,,დიახ, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გუნდმა წააგო''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ,,პარი სენ ჟერმეთან'' მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა:

,,ვფიქრობ თუ არა რომ ამ დაპირისპირებაში საუკეთესო გუნდი დამარცხდა? დიახ, ჩემი აზრით, ასეა, განსაკუთრებით, 160 წუთის გათვალისწინებით...

ამას ვამბობ მეც და პარი სენ ჟერმენის სამწვრთნელო შტაბმაც იგივე მითხრა.'' - მიკელ არტეტა

არტეტას კომენტარზე ლუის ენრიკეს ჰკითხეს, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა უპასუხა:

მიკელ არტეტა ჩემი კარგი მეგობარია, მაგრამ მას სრულიად არ ვეთანხმები. მათ ჭკვიანურად ითამაშეს, თუმცა 2 მატჩში მეტი გოლი გავიტანეთ და ეს ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცა. შედეგად, პარიზელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

,,პსჟ-ს'' მეტოქე მიუნხენურ ფინალში, რომელიც 31 მაისსაა ჩანიშნული, ,,ინტერი'' იქნება.

სხვა სტატიები