Belive

არსენალმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 'შეიფარა'

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისელი ფეხბურთელი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი არსენალში ვარჯიშობს და ახალი კლუბის ძიებას აგრძელებს.

32 წლის ფეხბურთელს, თურქულ ბეშიქთაშთან კონტრაქტი 2 თვის წინ ამოეწურა და მას შემდეგ უგუნდოდაა. Sky Sports-ის ცნობით, ნახევარმცველმა უარი თქვა საზღვარგარეთ არსებულ არაერთ მომგებიან შეთავაზებაზე, რადგან მას ინგლისში თამაში ურჩევნია.

ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს მაისის შემდეგ არცერთ ტურნირზე არ უთამაშია და სურს, რომ ფორმაში ჩადგეს. ბეშიქთაშიდან გათავისუფლების შემდეგ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი საუთჰემპტონში და ბირმინგემში დაბრუნებასთან იყო ახლოს, თუმცა ფეხბურთელს, როგორც ჩანს, ამ კლუბებისთვის არასასურველი მოთხოვნები აქვს.

მართალია, ჩემბერლენი არსენალმა 'შეიფარა', თუმცა მისი პირველ გუნდში დაწინაურება გამორიცხულია. ლონდონელები ყოფილ მოთამაშეს 21-წლამდე ასაკის გუნდთან ერთად ავარჯიშებენ.

სხვა სტატიები