Belive

არსენალის ძირითად შემადგენლობაში 16 წლის მეკარემ ითამაშა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში ,,არსენალმა'' ,,ბოლტონს'' უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

მატჩში ,,მეთოფეთა'' კარს ჯეკ პორტერი იცავდა, რომელიც 16 წლისა და 72 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ლონდონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში უთამაშია.

პორტერმა ,,არსენალის'' ლეგენდის, სესკ ფაბრეგასის რეკორდი გააუმჯობესა - ესპანელის დებიუტი სასტარტო თერთმეტეულში, 2003 წლის ოქტომბერში, 16 წლისა და 177 დღის ასაკში შედგა.

  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც არსენალის შემადგენლობაში უთამაშია, ეთან ნვანერია (15 წლისა და 181 დღის, 2022 წლის სექტემბერში). ნვანერიმ გუშინდელ მატჩში დუბლი გაიფორმა.

,,არსენალი'' ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ,,პრესტონი'' იქნება.

სხვა სტატიები