Belive

არსენ ვენგერი: "სირცხვილია, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ასე გამოიყურება"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მეათე ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" დერბიში, პრინციპული მეტოქე, "მანჩესტერ იუნაიტედი" - 3:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "წითლების" შესახებ კომენტარი ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა გააკეთა.

"იუნაიტედის" გამანადგურებელი მარცხი "სიტისთან"? მე ვიტყოდი, რომ ეს სავსებით ბუნებრივია. მატჩის მსვლელობის პარალელურად, ორ გუნდს შორის უფსკრული უფრო ფართოვდებოდა.

ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია, რომ ისეთი დიდი გუნდი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ასე უიმედოდ გამოიყურება. ვერ ვხვდები, როგორ უნდა შეცვალონ მათ რაიმე. ამ გუნდმა დღეს დაკარგა ნდობა, ხარისხი და ხასიათიც კი", - თქვა ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავკაცმა.

ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" 15 ქულა აქვს დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას "ფულემის" წინააღმდეგ, 4 ნოემბერს გამართავს.

სხვა სტატიები