Belive

27 წლის ასაკში დაფიქსირებული საოცარი რეკორდი - მბაპე მუნდიალების ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა მუნდიალი მისი გუნდისთვის, კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აბსოლუტურად ფენომენალური შედეგი დააფიქსირა.

ფრანგების სუპერვარსკვლავი გახდა პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ ორჯერ მოიგო.

2022 წლის კატარის მუნდიალზე გატანილი 8 გოლის შემდეგ, მბაპემ ამჯერად კიდევ უფრო აწია თამასა და ტურნირი 10 გოლით დაასრულა.

ეს მიღწევა კიდევ უფრო ფასეული ხდება, თუ მის ზოგად სტატისტიკას შევხედავთ მსოფლიო პირველობებზე - საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს ამ ტურნირის ფარგლებში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი. საშუალოდ 1 გოლი ყოველ მატჩში - ასეთი შედეგიანობა თანამედროვე ფეხბურთში პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნეოდა.

მბაპე არა მხოლოდ დღევანდელობის საუკეთესო ბომბარდირი, არამედ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გამტანია (22 გოლი).

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2025/2026 წლების სეზონს, კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გამტანად ასრულებს.

სხვა სტატიები