არნე სლოტი: "არ გვეგონა, რომ სალაჰს კიდევ უფრო გაუმჯობესება შეეძლო"
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულმა", რომელიც მიმდინარე სეზონის ყველაზე ეფქტური გუნდია, წელიც მაღალ ნოტაზე დახურა. მერსისაიდელებმა სტუმრად "ვესტ ჰემი" 0:5 გაანადგურეს და პრემიერლიგის ცხრილს 45 ქულით ლიდერობენ. გასაოცარი სტატისტიკა აქვს მოჰამედ სალაჰს, რომელმაც 18 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახალ წლამდე, ისტორიაში არავის ჰქონია ორციფრიანი შედეგი ორ მთავარ საფეხბურთო კომპონენტში.
ვიცოდით, რომ სალაჰი განსაკუთრებული იყო, თუმცა მას კიდევ უფრო გაუმჯობესება თუ შეეძლო, ვერ ვიფიქრებით, არადა, ამ სეზონში რატომღაც ასე მოხდა.
არის თუ არა ის საუკეთესო ფეხბურთელი? თუ მის ციფრებს დააკვირდებით, ამაზე კამათს ვერ შეძლებთ. სხვა ლიგაში ბევრი მოთამაშეა, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობს, თუმცა ამ მომენტში სალაჰი ყველას აღემატება. - განაცხადა არნე სლოტმა
თავად მო სალაჰს სხვა საკითხები აქვს გადასაჭრელი, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი მისი გუნდთან ურთიერთობის საკითხი, ეგვიპტელი ამბობს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრისგან ჯერ კიდევ შორს არის და ზაფხულში მისი წასვლა უფრო სავარაუდოა, ვიდრე დარჩენა.