Belive

არკადიუშ მილიკით მილანი, იუვენტუსი და ატლეტიკო ინტერესდებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. ერთ-ერთი შესაძლო ტრანსფერი არკადიუშ მილიკს უკავშირდება. ნეაპოლიტანელები ფეხბურთელთან აქტიურად აწარმოებენ ახალი კონტრაქტის დეტალებს, თუმცა უცხოურ მედიაში აქტიურად განიხილავენ მილიკის შესაძლო ტრანსფერს, მას არაერთ ძლიერ გუნდთან აკავშირებენ. ფეხბურთელის აგენტი დავიდ პანტაკი მილიკის "ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტის ვერშეთანხმების შემთხვევაში, ფეხბურთელით დაინტერესებულ 3 კლუბს ასახელებს, ესენი არიან - "მილანი", "მადრიდის ატლეტიკო" და "იუვენტუსი". 25 წლის ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, შესაბამისად თუ გუნდის მესვეურები პოლონელს ახალი კონტრაქტით ვერ მოხიბლავენ, მაქსიმალურად კარგი ფინანსური სარგებელისათვის, მასთან გამომშვიდობება მოუწევთ. არკადიუშ მილიკმა ნეაპოლიტანელების რიგებში 109 შეხვედრა ჩაატარა, მან 46 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

სხვა სტატიები