სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 30 ლეგიონერი გამოიძახა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ქვეყნის გარეთ მოთამაშე 30 ფეხბურთელი გამოიძახა. სრული შემადგენლობა მალე ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებით შეივსება. ,,ალბისელესტე'' 4 ივნისს ჩილეს შეხვდება, 9-ში კი - პარაგვაის. შეიძლება ითქვას, რომ სკალონის არჩევანში მთავარი მოულოდნელობა 30-კაციან სიაში ტურინის ,,იუვენტუსის'' შემტევის, პაულო დიბალას არყოფნაა. სკალონის მიერ გამოძახებული ლეგიონერების სია ასე გამოიყურება: მეკარეები: ემილიანო მარტინესი, აგუსტინ მარჩესინი, ხუან მუსო. მცველები: ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, ხუან ფოიტი, ლისანდრო მარტინესი, ლუკას მარტინეს კუარტა, ნაუელ მოლინა, კრისტიან მორენო, ხოსე ლუის პალომინო, ხერმან პეცელა, ნიკოლას ტალიაფიკო. ნახევარმცველები: ემილიანო ბუენდია, როდრიგო დე პაული, ანხელ დი მარია, ნიკოლას დომინგესი, ალეხანდრო გომესი, ჯოვანი ლო სელსო, გვიდო როდრიგესი, ლუკას ოკამპოსი, ლეანდრო პარედესი, ეზეკიელ პალასიოსი, თავდამსხმელები: ლეო მესი, სერხიო აგუერო, ხოაკინ კორეა, ლუკას ალარიო, ლაუტარო მარტინესი, ანხელ კორეა, ნიკოლას გონსალესი.
#EliminatoriasQatar2022 El entrenador @lioscaloni dio a conocer la lista de convocados del exterior para la doble fecha ante @LaRoja 🇨🇱 y @FCFSeleccionCol 🇨🇴 pic.twitter.com/RRlDJtjNEE — Selección Argentina 🇦🇷 (@Argentina) May 16, 2021
არგენტინა მუნდიალის შესარჩევი ეტაპის 4 ტურის შემდეგ 10 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ბრაზილიას 2 ქულით ჩამორჩება.