Belive

არგენტინას, ურუგვაის, ჩილესა და პარაგვაის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციი პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ, განაცხადა, რომ არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ერთობლივი განაცხადი წარადგინეს:

,,დღეს ჩვენი ოთხი ქვეყნის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მუნდიალის 100 წლის იუბილეზე ტურნირის ჩვენთან ჩატარება ჩვენი ოცნებაა. სამხრეთ ამერიკელები ფეხბურთისთვის ვცხოვრობთ.

ვიცით, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მსოფლიოს უნდა დავუმტკიცოთ, რომ არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი და ჩილე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას იმსახურებენ,'' - ტაპიას სიტყვებს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ციტირებს.

2030 წელს მუნდიალის მასპინძლობა სამხრეთ ამერიკული ქვეყნების გარდა, ესპანეთს, პორტუგალიას, უკრაინას (ერთად) და მაროკოსაც სურთ.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები