Belive

არგენტინა - ნიდერლანდების მატჩი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალის 1/4-ფინალში საოცარი მატჩი შედგა. არგენტინის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში შეძლო ნიდერლანდების ნაკრების დამარცხება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება.

არგენტინელები მატჩის 83-ე წუთზე ლეო მესისა და მოლინას გოლებით მეტოქეს 2:0 ამარცხებდნენ, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა ვეგჰორსტმა, მატჩის 83-ე წუთზე 2:1 გახადა, 101-ე წუთზე კი ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

საბოლოოდ არგენტინელებმა თერთმეტმეტრიანებში გაიმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე ხორვატია იქნება.

ეს მატჩი ისტორიული გამოდგა. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ასევე მატჩის მთავარი მსაჯი, ესპანელი - მატეო ლაოსი შევიდა, რომელმაც დაპირისპირებაში ფეხბურთელებს 19 ყვითელი ბარათი უჩვენა. მსგავსი ფაქტი მუნდიალის ისტორიაში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

მატეო ლაოსმა შემდეგი ფეხბურთელები გააფრთხილა:

არგენტინა - აკუნია, რომერო, ლისანდრო მარტინესი, პარედესი, მესი, ოტამენდი, მონტიელი, პეცელა

ნიდერლანდები - ტიმბერი, ვეგჰორსტი, მემფისი, ბერგუისი, ბერგვაინი, დამფრისი.

სხვა სტატიები