Belive

არჩილ ბერიძე ჯოვინოს ტრანსფერზე: "თუ გაამართლა, ბათუმისადმი ინტერესი გაიზრდება"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფლამარიონ ჯოვინო კარიერას ვოლგოგარდის როტორში გააგრძელებს. იგი რუსეთის პრემიერლიგაში სათამაშოდ  2020/21 წლების სეზონის ბოლომდე იჯარის წავა. ჯოვინოს დინამოსთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული, როტორს მისი გამოსყიდვა 4 თვის შემდეგ, 3 მილიონ ევროდ შეეძლება. არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი) ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რა მნიშვნელობის ფეხბურთელია ფლამარიონ ჯოვინო დინამო ბათუმისთვის, მაგრამ ამასთან ერთად გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ფეხბურთელების წასვლა და მოსვლა შეუქცევადი პროცესია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ფეხბურთელის ინტერესები, ეს მისი არჩევანიც იყო. თუ ჯოვინოს  ტრანსფერმა გაამართლა ეს დინამო ბათუმისადმი ინტერესს მნიშვნელოვნად აამაღლებს. ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით ამბიციური პროექტის განხორციელების პროცესს, გულშემატკივრებს მინდა პირობა მივცე, რომ დინამო ბათუმში ძალიან მალე არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს ჩამოვიყვანთ. ჯოვი დინამომ მონტენეგროს ლოვცენიდან 2017 წელს დაიმატა, 2018 წელს გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება მოახერხა – მაშინ ფლამარიონმა ეროვნულ ლიგა 2-ში 24 გოლი გაიტანა. 2019 წლის ეროვნული ლიგის სეზონში ჯოვინომ 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჯამში ფლამარიონ ჯოვინომ დინამოში გატარებულ 3 წელიწადში 96 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

წყარო: dinamo.ge

სხვა სტატიები