არბიტრმა შეცდომა აღიარა - მიქაუტაძეს წითელ ბარათს გაუუქმებენ?!
საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის უპრინციპულეს შეხვედრაში, "მეცისა" და "რენის" დაპირიაპირება შედგა. უხვგოლიანი მატჩი "მეცის" მარცხით, 2:3 დასრულდა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი მიქაუტაძემ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, მაგრამ "მეცი" მარცხისგან ვერ იხსნა. მატჩის მიწურულს საკმაოდ საკამათო ეპიზოდის მომსწრე გავხდით, როდესაც მთავარმა არბიტრმა ქართველი შემტევი მოედნიდან გააძევა. რუდი ბუკემ ეპიზოდი VAR-ზეც გადაამოწმა, თუმცა, გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'equipe აღნიშნავს, რომ 47 წლის ბუკემ შეცდომა აღიარა და სადისციპლინო კომისიას ოფიციალური წერილით მიმართა, რათა მიქაუტაძეს წითელი ბარათი გაუუქმონ და დისკვალიფიკაციით არ დასაჯონ.
ლიგა 1-ის სადისციპლინო კომისიის სხდომა 7 მაისს გაიმართება და ცნობილი გახდება გაუქმდება თუ არა გიორგი მიქაუტაძის წითელი ბარათი.