Belive

არბელოა: ,,რაზეც ალონსოსთან ვისაუბრე, ჩვენ შორის დარჩება''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალვარო არბელოამ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა:

,,ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეა. თითქმის 43 წლის ვარ და 20 წელი აქ გავატარე, ჩემი ცხოვრების ნახევარი... ეს ისტორიაში საუკეთესო გუნდია. ჩემს პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და ძალიან მიხარია.

ალონსო? გუშინ შემატყობინეს, რომ ის და კლუბი შეთანხმდნენ, ხელმძღვანელებს კი სურდათ, რომ პასუხისმგებლობა მე ამეღო. რა თქმა უნდა, ხაბის ვესაუბრე, აქ ყველამ იცის, რამდენად ახლოს ვართ. მას ძალიან ვაფასებ და მიყვარს, ვიცი, რომ ეს დამოკიდებულება ორმხრივია და ასეც გაგრძელდება. რაზეც მასთან ვისაუბრე, ჩვენ შორის დარჩება.

არაჩვეულებრივი შემადგენლობა მყავს და პირველი შეხვედრის ჩატარებას მოუთმენლად ველი. ბოლო პერიოდში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დიდი შრომა გასწიეს ჩვენმა ფეხბურთელებმა სუპერთასზე. არ დაგვავიწყდეს, რომ გვყავს მოთამაშეები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ მოიგეს. სწორედ ამან აქცია რეალი ისტორიაში საუკეთესოდ.

ვარსკვლავებთან ერთად მუშაობა? რეალში არავის უნდა ტიტულების მოგება ისე, როგორც ფეხბურთელებს. აქ მეც მითამაშია და ვიცი, რა გრძნობაა ეს. მათ ბევრი უნდა იშრომონ და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები იყვნენ.'' - ალვარო არბელოა

არბელოას ხელმძღვანელობით რეალი პირველ მატჩს ხვალ ღამით, ესპანეთის თასზე, ალბასეტეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები