Belive

,,არასდროს დაგივიწყებთ'' - ინტერი და ინძაგი ერთმანეთს დაემშვიდობნენ

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სიმონე ინძაგიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა:

კლუბისა და სიმონე ინძაგის გზები გაიყარა. ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.

ინძაგის მუშაობა გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, დირექტორებსა და თანამშრომლებს მისი დიდი ვნებით, პროფესიონალიზმითა და თავდადებით დაამახსოვრდებათ.'' - წერია კლუბის განცხადებაში

გუნდს თავად სპეციალისტიც დაემშვიდობა:

ძვირფასო ნერაძურის ოჯახო, დადგა დრო, 4-წლიანი მოგზაურობის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც მაქსიმუმი გავიღე, კლუბს დავემშვიდობო. ჩემს ყოველ დღეს ინტერს ვუძღვნიდი. ფეხბურთელები, მენეჯერები და გუნდის ყველა თანამშრომელი ყოველთვის დიდი პროფესიონალიზმით მხვდებოდა. მადლობას ვუხდი აქციონერებს ნდობისთვის, რომელიც არასდროს გვაკლდა. გულწრფელები ვიყავით და ერთად გადავწყვიტეთ, ეს დიდებული მოგზაურობა დაგვესრულებინა. არასდროს დაგივიწყებთ! Forza, Inter!

უკვე გადაწყვეტილია, რომ ინძაგის ახალი გუნდი არაბული ალ ჰილალი იქნება.

იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინტერმა სერია A, იტალიის თასი (2-ჯერ) და სუპერთასი (3-ჯერ) მოიგო. გარდა ამისა, ნერაძურიმ ინძაგის თაოსნობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ ითამაშა.

  • იტალიური მედიის ცნობით, ინძაგი ალ ჰილალთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 26 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები