"არ ვამბობ, რომ მამარდაშვილი ცუდად თამაშობს, მაგრამ..." - პოლ სქოულზი ქართველ მეკარეზე საუბრობს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი, ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, პოლ სქოულზი პოდკასტ The Good, The Bad & The Football-ში სტუმრად იმყოფებოდა და სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. 50 წლის ვეტერანმა ლივერპულის მეკარეებზეც გაამახვილა ყურადღება და ალისონის დანაკლისსაც გაუსვა ხაზი.
მე ვფიქრობ, რომ მეკარის არყოფნა დიდი დანაკლისია, ყველამ დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ დღესდღეობით მეკარეებს. ალისონი დიდი დანაკლისია, არ ვამბობ, რომ ეს მეკარე (გიორგი მამარდაშვილი) ცუდად თამაშობს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს ყველა კარში დარტყმა გოლია და ეს კარგი ნამდვილად არ არის. - პოლ სქოულზი
შეგახსენებთ, რომ ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 15 ქულით მე-7 ადგილზეა (5 მოგება, 4 მარცხი), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერსისაიდელები 6 ქულით (2 მოგება, 1 მარცხი) მე-10 პოზიციას იკავებენ.