Belive

"არ არის სწორი სხვა ფეხბურთელების მომავალზე საუბარი" - რობერტო კალენდა - ვიქტორ ოსიმენის აგენტი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა მამუკა ჯუღელის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ქართველი აგენტი ოსიმენის მომავალზე საუბრობს და ამბობს, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში ვიქტორ ოსიმენის აგენტის სიტყვებს აქვეყნებს.

ყველამ აუცილებლად თავის საქმიანობას უნდა მიაქციოს ყურადღება და პატივი სცეს სხვების მუშაობას. არ არის სწორი სხვა ფეხბურთელების მომავალზე საუბარი. ეს სამწუხარო პროგნოზები ქმნის გაუგებრობასა და პრობლემებს. აგენტ მამუკა ჯუღელის სიტყვები ძალიან ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია. ეს სიტყვები პრობლემებს უქმნის ჩემს ფეხბურთელს (ვიქტორ ოსიმენს) "ნაპოლის" გულშემატკივრებთან ნებისმიერი რეალობის ან მიზეზის გარეშე. ჩვენ ახლახანს გავახანგრძლივეთ კონტრაქტი და ვიქტორის უდიდესი სურვილი, აფრიკის ერთა თასის გარდა, "ნაპოლის" დახმარებაა. ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა. - რობერტო კალენდა - ვიქტორ ოსიმენის აგენტი

სხვა სტატიები