Belive

აქსელ ვიტსელი მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელი მადრიდის ,,ატლეტიკოში'' ითამაშებს. ,,როხიბლანკოს'' ვებგვერდის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვიტსელის ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ, ,,ატლეტიკოს'' პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, დააანონსა, რომელმაც განაცხადა, რომ ნახევარმცველთან ხელშეკრულება, ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო.

,,ამ ისტორიულ გუნდში გადმოსვლით ვამაყობ და ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველი,'' - დაწერა ბელგიელმა სოციალურ ქსელში.
ვიტსელმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, დორტმუნდის ,,ბორუსია” დატოვა და ,,ატლეტიკოს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2021-2022 წლების სეზონში ბელგიელმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები