Belive

სიმეონე: ,,ამ სტადიონზე გადამწყვეტ როლს გულშემატკივრები ასრულებენ, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ,,ინტერთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენი გულშემატკივრებით აღფრთოვანებული ვარ! მატჩს კადისთან ცუდი თამაშით შევხვდით და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ბოლომდე დახარჯვის დრო იყო. ქომაგები ამ სტადიონზე გადამწყვეტ როლს ასრულებენ და ამაში დღეს მთელი მსოფლიო დარწმუნდა. ისინი წარმოუდგენელ მეტოქესთან გამარჯვებაში დაგვეხმარნენ.

კოკემ ყველაფერი გასცა, გრიზმანმა კი იქამდე ირბინა, სანამ შეეძლო... დეპაი მოედანზე შევიდა და თავი შესაფერის დროს გამოიჩინა, ჩვენ სწორედ ამის იმედი გვქონდა.

შეიძლება, ზოგიერთმა იფიქროს, რომ ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა მარტივია, მაგრამ ეს ასე არ არის!'' - დიეგო სიმეონე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,ატლეტიკომ'' ,,ინტერს'' პენალტების სერიაში მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

სხვა სტატიები