Belive

"აქ მოვედი, რომ ძირითადის ფეხბურთელი გავხდე" - საბა საზონოვი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა საზონოვმა კარიერა "დინამო მოსკოვიდან" "ტორინოში" გააგრძელა. 21 წლის ფეხბურთელი იტალიურმა კლუბმა სამი მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა. საბას დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა და ტურინელ გულშემატკივარს თავი უკეთ გააცნო. 

პირველი დღეები კლუბში ძალიან საინტერესო იყო. მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა საკმაოდ კარგი პირველადი შთაბეჭდილება დატოვეს. ურთიერთობები კარგად ავაწყე და ახლა ყველასთან ვმეგობრობ. - განაცხადა საბა საზონოვმა

ახალგზარდა მცველმა გუნდში არსებულ კონკურენციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მოტივაციას აძლევს. 

გუნდს საკმაოდ განსხვავებული დაცვითი სტილი აქვს. მომწონს, რომ გუნდში კონკურენციაა ეს მაძლიერებს. კონკურენციის გარეშე ვერ განვვითარდები. აქ მოვედი, რომ ძირითადის ფეხბურთელი გავხდე. ჩვენი მცველები საკმაოდ ჭკვიანები და ძლიერები არიან. არ ვამბობ, რომ მათგან რაიმეს სწავლა მჭირდება, თუმცა, უნდა ვიცოდე გუნდს მოედანზე როგორ დავეხმარო. მე მათთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს.

საბამ საერთაშორისო ასპარეზზე გაკეთებულ არჩევანზეც ისაუბრა. 

დედაჩემი ქართველია, მამა - რუსი. ამ თემაზე ბევრი ახსნა არ მიყვარს. ეს უბრალოდ ჩემი არჩევანი იყო. უბრალოდ ვიტყვი, რომ მე ქართველი ფეხბურთელი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. - განაცხადა საბა საზონოვმა

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი "ტორინოში" ჯერ არ შემდგარა. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს ტურინული კლუბი 24 სექტემბერს "რომას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები