ანზორ მექვაბიშვილმა კლუჟთან საგოლე გადაცემების დუბლი შეასრულა | VIDEO
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რუმინეთის სუპერლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში კლუჟი ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვასთან 2:3 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემების დუბლი შეასრულა.
მექვაბიშვილმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 90+3 წუთზე შეცვალეს, ის მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა როგორც უკვე ვთქვით 2 ასისტი მიითვალა, ბურთს 67-ჯერ შეეხო, 53 გადაცემიდან 45 ზუსტად შეასრულა, ერთხელ კარში დაარტყა, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Flashscore: 7.9
Sofascore: 7.9