"მოუთმენლად ველი ლევანდოვსკისთან ერთად თამაშს" - ანზორ მექვაბიშვილი
ანზორ მექვაბიშვილი უახლოეს საათებში კრაიოვას დატოვებს და კარიერას MLS-ის კლუბ ჩიკაგო ფაიერში გააგრძელებს. ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.
რუმინული სპორტული გამოცემის Primasport-ის ინფორმაციით ფეხბურთელმა ჯერ ამერიკის ვიზა უნდა მიიღოს, რადგან მას ბიუროკრატიული საკითხები აქვს მოსაგვარებელი სანამ ახალ კლუბთან მოაწერს ხელს.
აღნიშნულ სპორტულ მედიას ანზორ მექვაბიშვილმა მოკლე ინტერვიუც მისცა:
მოუთმენლად ველი, რომ ვნახო თუ რა დონეა იქ. MLS-ში ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე ასპარეზობს და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. ისეთი ხარისხის და კარიერის მქონე ფეხბურთელის გვერდით თამაში როგორიც რობერტ ლევანდოვსკია ჩემთვის წარმოუდგენელი გამოცდილება იქნება. ის ძალიან დამეხმარება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ფეხბურთში. მოუთმენლად ველი მასთან ერთად თამაშს. მოუთმენლად ველი ამ მომენტს.
მადლობა კრაიოვას, მათ ცხოვრებაში ბევრი შანსი მომცეს. აქ ბავშვი მოვედი და კაცი მივდივარ. ეს ლამაზი ისტორია იყო. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, არასდროს იცი ცხოვრება როგორ გაგრძელდება. შესაძლოა, ოდესმე აქ დავბრუნდე კიდეც. - ანზორ მექვაბიშვილი
ანზორ მექვაბიშვილი რუმინულ კრაიოვას 2024 წლის დასაწყისში დინამო თბილისიდან შეუერთდა, მის სანაცვლოდ კი 750 000 ევრო გადაიხადეს. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა კრაიოვაში 119 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 7 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტიტულებს რაც შეეხება, ერთხელ გახდა რუმინეთის ჩემპიონი, ასევე თითო-თითოჯერ მოიგო რუმინეთის თასი და რუმინეთის სუპერთასი.