ანზორ მექვაბიშვილი: "სანაკრებო გამოცდილება ევროტურნირზე წნეხის მოხსნაში დამეხმარება"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"საერთაშორისო დონის მატჩებს თან განსაკუთრებული დაძაბულობა ახლავს, თუმცა, ვცდილობ ყველა თამაშს პროფესიონალურად მივუდგე და ყველაფერი გავაკეთო. ხალხი და ეს ყველაფერი ისეთ გარემოს ქმნის, რომ თავდაპირველად საერთაშორისო მატჩების დროს გარკვეული წნეხი არსებობს და ეს რთულია, რადგანაც საქართველოს ჩემპიონატზე იმდენი ხალხი არ დადის და ფეხბურთელები შეუჩვევლები არიან. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში მიღებული გამოცდილება გამომადგება, რომ უახლოეს შეხვედრებს წნეხის გარეშე შევხვდე. გულშემატკივრის როლი ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მათ მოვუწოდო, რომ ამ საერთაშორისო მატჩზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. გულშემატკივრის როლის მაგალითია ბათუმი და საქართველოს ნაკრების საშინაო შეხვედრები. მათ მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ", - აღნიშნა მექვაბიშვილმა."დინამო თბილისისა" და ესტონური "პაიდეს" დაპირისპირება “დინამო არენაზე” 7 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.