ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა
ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა, ფეხბურთელმა ამის შესახებ ინფორმაცია თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით, 10 ოქტომბერს ჯერ ისრაელს შეხვდება, 14-ში კი ბელგიას, აქედან გამომდინარე ანტუანი გუნდს ვეღარ დაეხმარება.
გრიზმანს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, მისი დებიუტი 2014 წლის მარტში შედგა, მას შემდეგ კი 137 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 44 გოლი და გააკეთა 38 საგოლე გადაცემა. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2021-ში ერთა ლიგის თასი, ხოლო 2016 წელს პორტუგალიის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო, 2022 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
C’est avec le cœur plein de souvenirs que je clos ce chapitre de ma vie. Merci pour cette magnifique aventure tricolore et à bientôt. 🇫🇷 pic.twitter.com/qpw8dvdtFt
— Antoine Griezmann (@AntoGriezmann) September 30, 2024