Belive

ანტუან გრიზმანი მომდევნო სეზონიდან MLS-ში იასპარეზებს

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ატლეტიკო მადრიდის ფრანგი ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი მომდევნო სეზონიდან MLS-ში იასპარეზებს. 35 წლის შემტევი კონტრაქტს უახლოეს მომავალში ორლანდო სიტისთან გააფორმებს, ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca აქვეყნებს. წყაროს ცნობით, გრიზმანი საკლუბო შესვენებით ისარგებლებს და ორლანდოში გაფრინდება, რათა ტრანსფერის დეტალები დაასრულოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აშშ-ში გაფრენა ატლეტიკო მადრიდის სრული თანხმობით ხდება. ანტუან გრიზმანი მიმდინარე სეზონს ესპანურ კლუბში დაასრულებს, ამის შემდეგ კი ორლანდო სიტიში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანმა კარიერა 2009 წელს რეალ სოსიედადში დაიწყო, 2014 წელს კი ატლეტიკო მადრიდში გადავიდა, სადაც 2019 წლამდე ასპარეზობდა, ფრანგი ფეხბურთელის მომდევნო გაჩერება 2019-დან 2021 წლამდე ბარსელონა იყო, ხოლო დღემდე ის მადრიდულ კლუბში ასპარეზობს. ასევე აღსანიშნავია, რომ 211 გოლით ანტუან გრიზმანი ატლეტიკო მადრიდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები