Belive

ანტონიო კონტეს პროექტის მთავარი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ქართველი გარემარბი კლუბში გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩეს. ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას "პსჟ"-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ და გუშინ ფრანგულმა მედიამაც დაწერა, რომ ქართველმა და პსჟ-მა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს.

უკვე დღეს, ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა (CN24-ის ჟურნალისტი), რომ მიუხედავად პსჟ-ის დაინტერესებისა, ნაპოლისა და კვარაცხელიას აგენტს შორის კონტრაქტზე მოლაპარაკებები მხოლოდ ახლა დაიწყო. დი მარციო ამბობს, რომ პსჟ ცდილობს ქართველის შეძენას, როგორც კილიან მბაპეს პოტენციური შემცვლელის, მაგრამ პარტენოპეის მისი გაყიდვა არ უნდა.

კლუბის სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა ესაუბრა კვარაცხელიას აგენტს მამუკა ჯუღელს, რათა გადაიდგას ნაბიჯები გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. La Gazzetta dello Sport წერდა, რომ ჯუღელიც და მანაც მილანში იმყოფებოდნენ და მათ შორის შეხვედრა შედგა, რა დროსაც აგენტს აცნობეს, რომ მისი კლიენტი ანტონიო კონტეს მოთხოვნის გამო არ იყიდება. იტალიელი სპეციალისტი კვარაცხელიას თავისი პროექტის მთავარ ნაწილად მიიჩნევს და პრიორიტეტი მისი შენარჩუნებაა.

სხვა სტატიები