ანტონიო კონტემ შუა თითის ჩვენების გამო ბოდიში მოიხადა
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
" ვთვლი, რომ სწორი იქნება, თუ ავხსნი "იუვენტუსის" სტადიონზე მომხდარ შემთხვევას. ყველამ დაინახა და გაიგო სიმართლე, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია". " ჩვენ შეიძლება ვიყოთ ფებურთელები, მწვრთნელები ან პრეზიდენტები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მისაბაძი მაგალითები ვართ და შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ". " აქ იმისთვის ვარ, რომ ბოდიში მოვიხადო, არასწორად ვუპასუხე შეურაცხყოფას. შეიძლეაბოდა, რომ სხვანაირი რეაქცია მქონოდა, მაგალითად, შუა თითის ნაცვლად დიდი თითი მეჩვენებინა". " შეურაცხყოფასა და პროვოკაციაზე რეაგირება სხვაგვარადაც შეიძლება, მიმაჩნია, რომ სხვაგვარად მოქცევა მმართებდა.
Il gestaccio di #Conte all’intervallo 😶 pic.twitter.com/KPPeDtLTx3
— Romeo Agresti (@romeoagresti) February 9, 2021
"იუვენტუსისა" და "ინტერის" შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და "იუვენტუსი" ფინალში გავიდა, რადგან ტურინელებს იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში კონტეს შეგირდები 1:2 ჰყავდათ დამარცხებული. იუვენტუსის მეტოქე თასის ფინალში "ატალანტაა". სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ინტერს 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.