Belive

ანტონიო კონტე ტრანსფერს ამზადებს - ინტერმა ლუკაკუს შემცვლელი აირჩია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Tuttosport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე "ინტერის" ინტერესთა სიაშია. წყაროს თანახმად, კლუბი ეძებს ადვილად მოსაპოვებელ თავდამსხმელს, რომელიც რომელუ ლუკაკუს შემცვლელი იქნება. ანტონიო კონტეს მიზანია, რომ ბელგიელი ცენტრ-ფორვარდის მსგავსი თვისებების მქონე ფეხბურთელი დაიმატოს. "შავ-ლურჯები" ასევე განიხილავენ "ჩელსის" ფეხბურთელს ოლივიე ჟირუს, მაგრამ ესპანელის "ნაპოლიდან" გადასვლა უფრო სავარაუდოა. თანაც, ლორენტე უკვე მუშაობდა კონტესთან "იუვენტუსში". 35 წლის ფეხბურთელი ნეაპოლიტანურ კლუბს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და ერთ სეზონში ჯენარო გატუზოს გუნდში 24 მატჩში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები