Belive

ანტონიო კონტე: "იუვენტუსი არასდროს იქნება მტერი"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის მეხუთე ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩში ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი იყო, კონტე კი ფრეს აშკარად კარგ შედეგად თვლიდა. ნაპოლის მწვრთნელმა მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

ეს იყო დიდი ემოცია. გულშემატკივრებს მადლობა, მათთან ერთად 16 წელი გავატარე და ეს მინიმალური იყო, რისი გაკეთებაც მათთვის შემეძლო. როგორც ვთქვი, ბედნიერებაა რომ ნეაპოლში ვარ. ატურინში ჩამოსვლის ემოცია კი ისაა, რასაც ვერავინ წამართმევს.

ყოველთვის იქნება ძალადობა გულშემატკივრებს შორის, მაგრამ ეს სწორი არაა. მრავალი წელი გავატარე ინგლისში, სადაც ვნახე განათლება და პატივისცემა.

იუვენტუსი არასოდეს იქნება მტერი.მე იუვენტუსის ისტორიის ნაწილი ვარ და ამას ვერავინ წამართმევს. იმედი მაქვს, ნეაპოლის ისტორიასაც დავწერ. მეტოქეობა ერთია, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს პატივისცემა, რადგან ამ სამყაროში ბევრს ავიწყდება რა არის მეტოქის აღიარება. დღეს მათთვის ოპონენტი ვიყავი, მაგრამ ისინი არასოდეს იქნებიან მტრები. - განაცხადა ანტონიო კონტემ

გავლილ 5 ტურში ნაპოლის 10 ქულა აქვს და ამ დროისთვის ცხრილის მეორე ადგილზეა. მომავალ ტურში ნეაპოლელები "მონცასთან" დიეგო არმანდო მარადანოზე ითამაშებენ, იქამდე, 26 სექტემბერს ნაპოლი იტალიის თასის შეხვედრაში "პალერმოს" მიიღებს.

სხვა სტატიები