Belive

ანრი: ,,არის ერთი რამ, რასაც ჰოლანდი არც ისე კარგად აკეთებს''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, ,,რეალისა'' და ,,სიტის'' შეხვედრის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდის მცველების წინააღმდეგ თამაში შეაფასა:

,,არის ერთი რამ, რასაც ჰოლანდი არც ისე კარგად აკეთებს - ის ყოველთვის მცველის მხარდამხარ დგას, რის გამოც მისი გაკონტროლება შესაძლებელია. ასეთ დროს, ერლინგს დუელის მოგება უჭირს.

თუ მცველს მოშორდები, ბურთის მშვიდად მიღებასა და გაკონტროლებას შეძლებ, შემდეგ კი უკვე ყველაფერი ფეხბურთელის ოსტატობაზეა დამოკიდებული.'' - ტიერი ანრი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 აპრილს, მანჩესტერში გაიმართება.

მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 30 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები