როდრი: "ჰოლანდი კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ გვჭირდება ფეხბურთელებს დასვენება"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დამატების შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე გამოთქვა ის აზრი, რომ ფეხბურთი ნელ-ნელა მარაზმს ემსგავსება. ამ ყველაფრის მაგალითად კი ის მოჰყავთ, რომ ფეხბურთელებს უკვე 2 დღეში ერთხელ უწევთ თამაში, რის გამოც იმატა ტრავმიანობამ, ფეხბურთელების გადაღლამ და სხვა პრობლემებმა.
ამ ყველაფერზე "ლივერპულის" მეკარემ - ალისონმა, "სიტის" მცველმა - მანუელ აკანჯიმა და ახლა უკვე როდრიმაც გამოთქვა.
"ეს ყველაფერი უკვე მარაზმში გადავიდა. მესმის, რომ კარგია ახალი ჩემპიონატები, ახალი ტურნირები, ახალი გამოცდილებები და გამოწვევები, თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად კარგია მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს გულშემატკივრის თვალით უყურებ.
ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის ეს ყველაფერი მარაზმია. რადგან წელი შეიძლება ისე გავიდეს, რომ მაქსიმუმ 2 დღე დავისვენოთ, ეგეც მაქსიმუმია.
უკვე ისეთი სიხშირით გვიწევს თამაში, რომ მგონია, რომ ერთ დღესაც ყველას ერთად გული გაგვიჩერდება და მოედანზე დავეცემით.
კლუბში ამაზე უკვე ბევრს ვსაუბრობთ, რადგან აკანჯიმ გადაწყვიტა, რომ თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება კარიერას დაასრულებს - მე კი ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიიყვანო პროფესიონალი და მსოფლიო დონის ფეხბურთელი იმ აზრამდე, რომ კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულოს.
შესაძლოა, ერლინგ ჰალანდი კარგი მაგალითია, თუ რატომ სჭირდებათ ფეხბურთის მოთამაშეებს მეტი დასვენებ. მას დიდი შესვენება ჰქონდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია და ხედავთ, როგორ დაიწყო ახალი სეზონი...
ამ კუთხით რაიმე უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავთ..." - როდრი
განახლებული ჩემპიონთა ლიგა 36 გუნდითა და ჯამში 189 თამაშით (125-ის ნაცვლად) უკვე დაიწყო. გარდა ჩემპიონთა ლიგისა, ისინი შიდა ჩემპიონატებსა და შიდა თასებს თამაშობენ, ამ ყველაფერს კი სანაკრებო შეჯიბრებიც ემატება.