შესაძლოა, "ანორთოსისში" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს.
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, გიორგი აბურჯანიამ "რეალ ოვიედოსთან" კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა, რათა პირველივე შესაძლებლობის დროს კლუბი დატოვოს.
balla.com.cy-ის თანახმად, არის შანსი, რომ 25 წლის ნახევარმცველი ქართველების "ანორთოსისს" შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ფამაგუსტას გუნდში 2014 წელს ერთხელ უკვე თამაშობდა. სწორედ კვიპროსული კარიერის შემდეგ გადავიდა გიორგი პირველად ესპანეთში, სადაც "ხიმნასტიკს" შეუერთდა.