Belive

ანდრეს ინიესტა: "თანამედროვე ბარსელონას ხილვით აღფრთოვანებული ვარ"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა კატალონიური გუნდის ბრწყინვალე სეზონისა და ჰანსი ფლიკის ფორმაციის გუნდის შესახებ საუბრობს.

"ესპანეთის თასის ფინალი? ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. "ბარსელონას" შეუძლია მოიგოს თავისი ამ სეზონის სადებიუტო ტიტული. ვხედავ ფენომენალურ გუნდს, რომელიც გასულ პერიოდში თავდაჯერებულად გამოიყურება. არის მატჩები, რომლებიც განსაზღვრავენ ტიტულების მოგებას და ასეთი შეხვედრები ყველაზე რთულია.

გუნდში არის სიხარული, სიჩქარე, ურთიერთგაგება, რაც მათ აქვთ და სასიცოცხლო ენერგია თამაშში. ყველაზე საოცარი შეგრძნებაა, რომ ეს არის ცოცხალი გუნდი, სულით, სურვილით, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დონეზე, რომელსაც ფლობენ. აღფრთოვანებული ვარ თანამედროვე "ბარსელონას" ხილვით", - ამბობს ანდრეს ინიესტა.

ანდრეს ინიესტამ როგორც "ბარსელონას" ისე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის და 2010 წელს, გამარჯვების გოლით მსოფლიოს ჩემპიონატი.

"ბარსელონას" ამ სეზონში ტრებლის შესრულების შესაძლებლობა აქვს: გუნდი ესპანეთის თასის ფინალშია, სადაც მადრიდის "რეალთან" ელ კლასიკო ელის, ასევე ლა ლიგას ლიდერობს და უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანის "ინტერთან" ორმატჩიანი დუელი ელოდება.

სხვა სტატიები